წაკითხვა: 4
სალომე ზურაბიშვილს ამოძრავებს საკუთარი კეთილდღეობა და ფული – განაცხადა მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 11 მაისს, ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში, წამყვანის დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა მიზანი ამოძრავებს სალომე ზურაბიშვილს ახლა.
ნიკუშა შენგელაიამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და თქვა, რომ ამ აქციების ორგანიზატორები დამფინანსებლებს უჩვენებენ, რომ რაღაც აქტივობებს ახორციელებენ.
“რაღაც თარიღებს ელოდებიან, რომ თავიანთ დამფინანსებლებს აქტიურობა აჩვენონ, რომ აქ რაღაცას წარმოადგენენ, მეტი არაფერი. ისეთ ხალხზე აქვთ იმათ ფსონი დადებული, რომ არ გამოუვათ საქართველოში არაფერი, რაც არ უნდა იფართხუნონ, არ გამოდის.
მათი ინტერესების განხორციელების პრობლემა “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი კი არ არის, ქართველი ხალხია.”- განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს