სალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას. მოცეკვავე სიახლეს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამჯერად სალომეს პარტნიორობას დენი ო’კაროლი გაუწევს.
ო’კაროლი ირლანდიელი მსახიობი და პროდიურსერია. ო’კაროლი დაიბადა 1983 წლის 16 ოქტომბერს დუბლინში. ის არის ბრენდან ო’კეროლის ვაჟი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სერიალით Mrs. Brown’s Boys.