WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სამ ყოფილ პოლიციელს, რომლებიც 2022 წელს დაკავებულთა მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ, თითოეულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის თაობაზე პროკურატურამ 18 ნოემბერს განაცხადა. საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ივნისში მოექცა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით კადრები გავრცელდა, ხოლო IT სპეციალისტი, რომლის მეშვეობითაც, გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის ამსახველმა ვიდეომასალამ გაჟონა, მოგვიანებით ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით გაასამართლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. სამივე ბრალდებული სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე გაასამართლეს.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქობულეთში მივლინებით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა 2022 წლის ივლისში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამი პირი პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

12 ივნისს, ტელეკომპანია „პირველმა“ ნოდარ მელაძის კვირის საგამოძიებო გადაცემის „მელაძის შაბათის“ ანონსი გაუშვა, სადაც ჩანს, როგორ ცემენ პოლიციელები დაკავებულებს და სიტყვიეთ შეურაცხყოფას აყენებენ აღიარებითი ჩვენების მისაღებად.

კადრებში ნაჩვენებია სულ მცირე სამი სხვადასხვა სცენა დახურულ ოთახში, მსხვერპლთა სახეები დაფარულია, ხოლო, სავარაუდოდ, პოლიციელების სახეების ამოცნობა შესაძლებელია. კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ აყენებენ ისინი შეურაცხყობას თავიანთ მსხვერპლებს.

„ტვ პირველმა“ მაშინ განაცხადა, რომ კადრები თავად პოლიციელებმა გადაიღეს და ჯგუფურ ჩათში გაავრცელეს, ხოლო IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ტელეკომპანია „პირველს“ დაკავებულთა მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მიაწოდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული მძიმე ბრალდებებით დააკავეს. 2026 წლის სექტემბერში მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა.

გადაცემის ანონსის სოციალურ მედიაში გავრცელებას შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. მან ფაქტობრივად დაადასტურა ეთერში გასული ჩანაწერების ავთენტურობა და განაცხადა, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში გენერალურმა ინსპექციამ გამოავლინა, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ სამივე პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავა.

This post is also available in: English