“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლოში მიმდიბარე პროცესებთან დაკავშირებიოთ კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს:
“გულწრფელად გეტყვით, ფეხებზე მკიდია ესენი დამიჭერენ თუ არა…
სადაც ორი ქალია ციხეში, ერთი დააბრმავეს და მეორე ვერ გადაადგილდება – მზიაზე და ელენეზე ვამბობ, ოთხი შვილის დედაა ხოშტარია, შეგახსენებთ და ახლა კიდევ მესამეს იჭერენ, მე მგონი.
სამარცხვინოა ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში… სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა”. სამარცხვინოა, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ!
რაც შეეხება ამ [სასამართლო] პროცესებს, მე არ ვრჩები ამ სხდომებზე, ჩემზე მოწმე საქმეშიც კი არ ჰყავთ და რა ვიცი, ვინ დავკითხო, რას ვუსმინო არ ვიცი… რას დაველოდო, ვის ვუყურო არ ვიცი… ამას გარდა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს.
ბოლო წლებში ხომ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში – ციხიდან რომ გამოვალ სწრაფად საქმეები უნდა გავაკეთო, პარტია დავაფუძნო, არჩევნები მოვიგო, მერე ისევ ციხეში წავიდე… რომ გამოვდივარ ალიანსის დაფუძნებაში მივიღო მონაწილეობა, რაღაცა განვახორციელო, მერე ისევ ციხეს უნდა ველოდო…
ამიტომ, მეჩქარება საქმის გაკეთება, ეს პროცესები არ მაინტერესებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

10 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·