“სამარცხვინოა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის კრიმინალიზებისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გზას მიმართა” – ჯო უილსონი

3 days ago 10

“სამარცხვინოა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის კრიმინალიზებისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გზას მიმართა”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს.

უილსონი ამბობს, რომ თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს.

სამარცხვინოა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის კრიმინალიზებისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გზას მიმართა, რათა მიტაცებულ ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ მათი ქვეყანა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ნაწილებად დაშალოს ბიძინას ჯიბეების გასავსებად. თავისუფლება გაიმარჯვებს”, -წერს ჯო იულოსნი.

სრულად წაკითხვა