სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს, ამოღებულია მეტადონი, ამფეტამინი, მარიხუანა

4 hours ago 3

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის, მარტვილის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1962 წელს დაბადებული ბ.დ., 1968 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1996 წელს დაბადებული ე.ც. და 1997 წელს დაბადებულ მ.მ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: 74 შეკვრად დაფასოებული „ამფეტამინი“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“.

სრულად წაკითხვა