1
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც უფასოა, უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra ) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, VaxigripTetra ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
აცრა შესაძლებელია უბნის პოლიკლინიკებში, ევექსის და დიდი კლინიკების ფილიალებში.
სამედიცინო დაწესებულებების სრული ნუსხა, სადაც შეგიძლიათ სეზონურ გრიპზე აიცრათ.
„9 წლამდე ასაკის ბავშვები თუკი პირველად იცრებიან სეზონური გრიპის ვაქცინით, 2 დოზა მოუწევთ 4 კვირის შუალედით, რადგან პირველი დოზა არის ,,წარდგენისთვის” ორგანიზმთან და მეორე დოზა ,,ბუსტერი”. ამ ერთჯერადად 2 დოზის შემდეგ, მთელი ცხოვრება მხოლოდ 1 დოზა იქნება საკმარისი, სეზონურად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს და მძიმე გართულებები გამოიწვიოს“, – აცხადებენ NCDC-ში.