1
თინა ბოკუჩავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე მივიდა – მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოცხადების სამი მიზეზი დაასახელა.
სამი მიზეზით ვარ აქ, უპირველესად მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც დელეგატები არიან ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს 2 წლის წინ, რათა 2 წელი მემსახურა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.
მეორე: თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, ახლა გაიგონ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირი თანამდებობას არ ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, ღირსება, სიმართლე და გამარჯვება, რომელიც უნდა მოვიპოვოთ.
მესამე მიზეზია ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი.
ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
ენმ რიგით XIII ყრილობას სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi -ში მართავს.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·