,, სამი მსხვილი ბიზნესმენი დაძრწის შტატებში და ირწმუნება, რომ არ დაასანქცირონ ივანიშვილი” – რა ინფორმაცია აქვს ნინო ჯანგირაშვილს?

1 hour ago 2

1

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სანდო წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს:

,,რახან უკვე ითქვა, მეც ვიტყვი: ჩემი წყაროების ინფორმაციითაც სამი მსხვილი ბიზნესმენი დაძრწის შტატებში და ირწმუნება, რომ არ დაასანქცირონ ივანიშვილი, რადგან ამით საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგება, ვინაიდან ივანიშვილის ქონება საქართველოს მშპს მესამედია.

ჯერჯერობით არ მაქვს მათი ვინაობის დასახელების უფლება, მაგრამ მინდა გავაფრთხილო: ყველა დანაშაულზე, რასაც რეჟიმი ჩაიდენს ამის შემდეგ პირადი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. არ იფიქროთ, რომ რამე იმალება. სიტყვასიტყვით გასაჯაროვდება თქვენი ბოდვები და მავნებლობა არცთუ ძალიან გვიან. ამ ე.წ. ბიზნესმენების ერთადერთი მოტივია სტატუსქვო შეინარჩუნონ, რუსული რუბლების გრიალით და საქართველოს რუსეთში შეტენვით მილიარდიანი მოგებები მიიღონ.

და რაც მთავარია, ეს ე.წ. ბიზნესმენები ატყუებენ იქ ხალხს: არავითარი მშპ–ს მესამედი ივანიშვილის ქონება არ არის. არავითარი მონაწილეობა მის ფულს საქართველოს ეკონომიკაში არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, დადებითი. ივანიშვილი კანონებსაც კი ცვლის იმისთვის, რომ მილიონობით გადასახადები არ გადაიხადოს და ა.შ. არგუმენტი უამრავია და ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ ივანიშვილის დესპანები ტყუიან. აქ კითხვაა: რას აკეთებს ოპოზიცია? მარტო ჯო ვილსონთან ფოტოს გადაღება ვაშინგტონში არ არის საკმარისი. ყველამ, ვისაც ეკონომიკაში კომპეტენცია და დასავლეთში კავშირები აქვს, უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ივანიშვილის მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ვერ შედგეს.

ივანიშვილი ცდილობს ისევ მძევლად აყვანილი ქვეყნით ივაჭროს და ვისაც რა შეუძლია უნდა გააკეთოს ამის წინააღმდეგ. სხვა დეტალებს არ ვიტყვი, მაგალითად რა მესიჯებით დადიან კიდევ ვაშინგტონში ივანიშვილის მსტოვრები, თორემ თავად ქოცები გაპუტავენ, სიურპრიზად იყოს მათთვის.“

სრულად წაკითხვა