1
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები, დემოკრატიის მცველები, პასუხისმგებლობის მქონე სერიოზული ადამიანები პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პროვოკაციებისგან დაიზღვიონ თავი, არ მისცენ საბაბი სასტიკი, დაუნდობელი, მოძალადე სუბიექტებისგან დაკომპლექტებულ რაზმებს!
ეს იქნება ყველაზე გონივრული და ძლიერი ნაბიჯი!
ყველა ვხვდებით ამას!
ყველაფერი კარგად იქნება!
P.S. ჩემი მოკრძალებული აზრით, მომავალში სამი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ:
საქართველოში მიმდინარე️ პროტესტის დინამიკა ტალღის მიმოქცევას, გულისცემას ჰგავს… მაშასადამე, დროის მოკლე პერიოდში პროტესტის ორი ფაზა ხშირ-ხშირად ენაცვლება ერთმანეთს! ერთ დღეს შეიძლება ათობით ათასი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, მეორე დღეს კი სულ რამდენიმე ათასი (ერთ დღეს ტალღა კედელს ეხეთქება, მეორე დღეს უკან იხევს… გულიც ხომ სწრაფ-სრაფად იკუმშება და ფართოვდება).
გრანდიოზული აქციები უნდა დაინიშნოს პიკის დროს, როდესაც ცეცხლი აგიზგიზებულია და არა მაშინ, როდესაც ნაკვერჩხალს გაღვივება სჭირდება.
პიკურ პერიოდს ადამიანები დიდი შრომის ფასად ამზადებენ ხოლმე. თავისით, ერთი დაანონსებით არაფერი ხდება. შორიდან თვალს ვადევნებდი ორი-სამი დღის წინ საზმაუსთან გამართული მასობრივი დემონსტრაციის დაგეგმვის პროცესს, ხალხი ჩაეშენა ამ საქმეში, ყველა ნაბიჯი ასჯერ ჰქონდათ გაზომილი.
საერთაშორისო გამოცდილების პირდაპირი კალკირება არ შეიძლება.
ნებისმიერ წამს შეიძლება თავზე წამოგვადგეს მღვდელი გაპონი.