,,სამი შეცდომა დავუშვით და საქართველოს ნაკრებმა ამით ისარგებლა” – სომხეთის ნაკრების მწვრთნელი

1 month ago 40
მატჩის შემდეგ სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

დასანანია, რომ სამი შეცდომა დავუშვით და საქართველოს ნაკრებმა ამით ისარგებლა, სამი გოლი გაგვიტანა და თამაში მოიგო. პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა დაკარგა და თამაშიც აირია.

წაგების მიუხედავად, მსურს ბარსეგიანი შევაქო, რომელმაც დღეს თავის პოზიციაზე კარგად ითამაშა. თუმცა, ყველა მოთამაშის დახასიათება არ მსურს. სამწუხაროდ, დღეს შედეგი ვერ ვაჩვენეთ.

ფაქტია, რომ წავაგეთ. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ახლა თბილისური მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, საქმე გამოვასწოროთ

წყარო: belive

სრულად წაკითხვა