ესპანეთთან ერთა ლიგის ნახევარფინალში წაგებულ მატჩში (4:5) ტრავმები მიიღეს საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევებმა უსმან დემბელემ და ბრედლი ბარკოლამ.
ორივემ ეროვნული გუნდი დატოვა და შესაბამისად 8 ივნისს გერმანიასთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამას გარდა, მათი 15 ივნისს „ატლეტიკოსთან“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში თამაში ძალიან საეჭვოა.
დემბელემ მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 2-3 კვირა გაუცდება. ბარკოლას მუხლის ტრავმა აქვს, თუმცა მისი მდგომარება საგანგაშო არაა.
Post Views: 2