WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელ ფაქტებზე საუბრობს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია:

“ვუყურებ 21-ე სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს და მახსენდება, რა მნიშვნელობას ანიჭებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი განათლებას. გახსოვთ ვინმეს? აი, სულ რამდენიმე პუნქტი:

1. სკოლები ქალაქებში და სოფლებში შეძლებისდაგვარად მომარაგდნენ კომპიუტერებით, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონოდათ დაუფლებოდნენ იმ დროს საქართველოში ძალზე იშვიათ ტექნოლოგიას;

2. მოიპატიჟა ინგლისიდან და ამერიკიდან ინგლისური ენის მასწავლებლები, რათა მოსწავლეები დაუფლებოდნენ ავთენტურ ინგლისურ ენას;

3. მოახდინა უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების ჩაბარების სისტემის ტრანსფორმაცია ისე, რომ სრულიად შეუძლებელი გახადა ქრთამებით მაღალი ქულების მიღება;

4. გამოყო თანხა, რათა დაეფინანსებინა წარმატებული სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის პროგრამა.

დღეს კი სკოლებს ანგრევენ და როგორც ტელევიზიიდან მოვისმინე, უკვე ასამდე სკოლაა დანგრეული ან დასანგრევად მონიშნული. ეს იმისათვის, რათა დღევანდელი მთავრობის წევრებმა, მათმა ნათსავ-მეგობრებმა სასტუმროები და სხვა ბიზნისები აიშენონ.

სამწუხაროა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ნოვატორული ცვლილებები დაივიწყეს იმათ, ვინც იმ სიახლეებს მოესწრო. მაგრამ გაცილებით უფრო სამწუხაროა ის, რომ დღევანდელმა ახალგაზრდა თაობამ არაფერი იცის ამის შესახებ და დაუფიქრებლად იმეორებს რუსეთის დახმარებით ჩაენერგილ და არაერთი „ოპოზიციური“ პარტიის ლიდერების მიერ ატაცებულ ლოზუნგს – „ოღონდ მიშა არა!“, – წერს დოდონა კიზირია.