სამწუხაროდ, ფრანგი ექიმების შეფასებით, მარცხენა თვალზე ჩარევა დაგვიანებულია – აქციაზე ნაცემი ალექსი თირქია

54 minutes ago 3

20

საპროტესტო აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია, რომელიც სამკურნალოდ საფრანგეთში იმყოფება, სოციალურ ქსელში, წერს:

„ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვარ. საფრანგეთშიც ექიმებთან ყველა პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს. ველოდები ნეიროქირურგის პასუხს, ასევე აუცილებელი საბუთებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სრულად გაფორმებას, რათა მკურნალობის ყველა საჭირო პროცედურა დაიწყოს.
უკვე შემიმოწმეს მხედველობა. სამწუხაროდ, მარცხენა თვალის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ექიმების შეფასებით, ჩარევა დაგვიანებულია. მარჯვენა თვალშიც დაფიქსირდა ასტიგმატიზმის მსუბუქი ფორმა, რის გამოც დამინიშნეს სათვალე.

ამ დროისთვის კვლავ მოლოდინში ვარ და ველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, მოკითხვისთვის და კეთილი სურვილებისთვის. თქვენი ყურადღება და თანადგომა ჩემთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც კი მნიშვნელოვანი სიახლე მექნება, აუცილებლად გაგიზიარებთ“, – წერს თირქია სოციალურ ქსელში.

ალექსი თირქია საპროტესტო აქციაზე 2024 წლის 3 დეკემბერს სასტიკად სცემეს.

სრულად წაკითხვა