თვითმფრინავი, - კომპანია Jeju Air-ის ბოინგი 737-800, რეისის ნომრით 7C 2216, - რომელშიც 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, დაშვებისას შასის (ბორბლების) გახსნის გარეშე შეეხო ასაფრენ-დასაჯდომ ზოლს, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
ოფიციალური უწყებების თანახმად, კატასტროფა თვითმფრინავის „დასაფრენი მექანიზმის გაუმართაობამ“ გამოიწვია.
კადრებში ჩანს, როგორ მიცურავს თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მუცლით, მაღალი სიჩქარით, ბილიკიდან ვარდება და სანაპიროსთან ჯებირებს ეჯახება.
ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.
ნაპოვნია ორი გადარჩენილი - ორივე ეკიპაჟის წევრია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მობილიზებულია 700-ზე მეტი პოლიციელი, ჯარისკაცი და სასაზღვრო დაცვის თანამშრომელი.