სანადირო თოფით ცოლის მოკვლის ბრალდებით ოზურგეთში კაცი დააკავეს

3 days ago 2

16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება 69 წლის კაცს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

მკვლელობა დღეს, 22 აგვისტოს, მოხდა.

გამოძიების ვერსიით, კაცმა ცოლს სანადირო თოფიდან ესროლა თავის არეში. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით: ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობისთვის.

ფორუმი

სრულად წაკითხვა