“სანამ ვინმე დაიწყებთ ელისაშვილის განაჩენის გამართლებას…” – ირაკლი მელაშვილი

3 hours ago 5

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი, ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება და წერს:

სანამ ვინმე დაიწყებთ ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გამართლებას სახელმწიფოს ან მოქალაქეების უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის და სხვა მოტივებით, სანამ ხელისუფლების მხარდაჭერი სურვილით აღტკინებულები დაიწყებთ აქ რამის წერას, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ თავი მისი მშობლების და ცოლშვილის ადგილას! თორემ ვისთვისაც შეურაცხყოფის გამო პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე მზია ამაღლობელი ციხეში უნდა იჯდეს, ხოლო პარლამენტის დარბაზში ოპონენტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორები მომწყობი დეპუტატები კი დაუსჯელი უნდა დადიოდნენ, ასეთების ზრუნვა კანონის უზენაესობაზე ყველა ხელისუფლებების დროს სიყალბი და ფარისევლობა რომ იყო და დღესაც არის, ეს დიდი ხანია კარგად ვიცი !

სრულად წაკითხვა