WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10

საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, ყოფილი პრესმდივანი, გია აბაშიძე:

სანამ „ევროპული მომავლისთვის“ კი არადა, ოდენ ევროგრანტებისთვის მებრძოლი ნაცსექტა და მათი ბრიყვი მფარველები ზღაპრებს თხზავენ, რომ თითქოს საქართველო მსოფლიო რუკიდან გააქრეს, დასავლეთმა „ჩამოწერა“ და დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძე „დააიგნორა“, რეალობა სულ სხვაა.

​გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებაზე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, ეს მითიც ისევ დაიმსხვრა, ისევე როგორც ყველა წინა. ლიდერები, ოფიციალური შეხვედრები, კადრები… და ამ დროს ჩვენი ადგილობრივი პოლიტიკური გვამები ისევ იმავე ტალახში გორაობენ და ახალი ხავილით გაჰყვირიან: „ტრამპი პრორუსია, ტრამპს პუტინი ჰყავს გულში!“ ანდა — „ეს მხოლოდ პროტოკოლური ფოტოა, მონტაჟია; „მეგობარი აქტი“ მაინც შევა ძალაში და ა.შ.

​ნაცმარგინალობამ რომ თავი აშშ-შიც სრულად ამოწურა, ეს მათივე მოკავშირე IRI-ს ბოლო კვლევამაც აჩვენა, სადაც, თუნდაც გაბუქებულ ციფრებში, მანქურთების რეიტინგი ვერანაირ რეანიმაციას ექვემდებარება.