,,სანქციების დაწესება მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე“ – კობახიძე

2 weeks ago 5

ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ სანქციების დაწესებაზე:

,,ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. სიის პრინციპი ნაკლებად საინტერესოა. თავად სანქციების დაწესება არის ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის პირველ მარტს, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით. პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა და მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამ ორი საბაბით თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან. აქედან გამოჩნდა, რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი და ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, უშიშროების საბჭოს მდივანი, საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე, ისიც მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ეს პროცესი არ დასრულდა, გრძელდებოდა მუდმივად”

სრულად წაკითხვა