4
რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
2019 წლიდან დღემდე თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. მანამდე კი, 2018-2019 წლებში ის მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა.
თადუმაძე ლიეტუვისა და უკრაინის მიერ არის სანქცირებული. გომელაური კი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ლიეტუვამ, ესტონეთმა, უკრაინამ, ასევე, აშშ-მა შეიყვანა მაგნიტსკის სიაში
თეგები: ვახტანგ გომელაურიშალვა თადუმაძე