საოცრება ხდება ხვიჩას თავს ! – სასიხარულო ინფორმაცია კვარაცხელიას შესახებ, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს

10 hours ago 4

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ ახლოსაა იტალიის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდეს.

ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე ტორინოს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლელები ერთპიროვნულად გალიდერდნენ და იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მეორეადგილოსან ინტერს უკვე 3 ქულით უსწრებენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში ნახევარი სეზონი გაატარა, თუმცა ეს საკმარისია იმისათვის, რომ მასაც ჩაეთვალოს იტალიის ჩემპიონობა და თუ ნაპოლი ტურნირს პირველ ადგილზე დაასრულებს, ქართველი ვარსკვლავი როგორც იტალიის, ასევე საფრანგეთის ჩემპიონი ერთ სეზონში გახდება.

კვარაცხელიას და “პსჟ”-ს ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. გუნდი უკვე ნახევარფინალშია და წელს კარგი შანსი აქვთ იმისა, რომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიც მოიგონ.

ასე რომ კვარაცხელია ახლოსაა ერთ სეზონში გახდეს : იტალიის, საფრანგეთისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

Post Views: 1

სრულად წაკითხვა