საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ამა წლის 30 მარტს 104 წლის ასაკში გარდაიცვალა ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი ელისაბედი (ქაშაკაშვილი).
სქემმონაზონი ელისაბედი დაიკრძალება ხვალ, 1-ელ აპრილს ამავე მონასტრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ ელისაბედის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ურბნისისა და რუისის ეპარქიას, მონასტრის წევრებსა და განსვენებულის ოჯახს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემმონაზონი ელისაბედი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.