„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

2 hours ago 4
De facto MPs set early "presidential election" date for September 18; Photo: screengrab

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ დე ფაქტო პარლამენტმა 18 სექტემბერს დანიშნა.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა. ეს უკანასკნელი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი გახდა.

გაგლოევი დე ფაქტო „პრეზიდენტის“ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება, რომელიც რუსეთის სამთავრობო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, ხოლო გაგლოევის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე ცხინვალის დე ფაქტო „პრემიერ-მინისტრად“ დაინიშნა.

„არჩევნების“ თარიღის დანიშვნა ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი კირიენკოს ვიზიტს დაემთხვა, რომელიც კამბოლოვს შეხვდა. როგორც ცნობილია, კირიენკო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკას აკონტროლებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა