Russian citizen Nikolay Belikov holds banner at a protest rally on Tbilisi's Rustaveli Avenue near the parliament,ორ უცხოელს – რუსეთის მოქალაქეს ნიკოლაი ბელიკოვს და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს – 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვას“ ეხებოდა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ბელიკოვს საქართველოდან გააძევებენ და მას ორი წლით ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალება.
ორივე მომიტინგე 22 ოქტომბერს დააკავეს და მეორე დღეს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. რადიო თავისუფლების ქართული სამსახური იტყობინება ადვოკატზე დაყრდნობით, რომ ბელიკოვს ორკვირიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ რუსეთში დეპორტაცია ემუქრება, თუ სხვა რომელიმე ქვეყანა მას თავშესაფარს არ მისცემს. ის რუსეთიდან 2016 წელს გამოიქცა და რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. ბელიკოვი უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მან ხელოვნურად გადაკეტა რუსთველის გამზირი და არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებებს.
რაც შეეხება აფგან სადიგოვს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა რამდენიმე თვე გაატარა ქართულ ციხეში. მას აზერბაიჯანში ექსტრადიცია ემუქრებოდა. თუმცა, თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს აუკრძალა სადიგოვის ექსტრადირება საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. იმ დროს სადიგოვი ციხეში იმყოფებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე 161-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, სადიგოვი აქტიურად ჩაერთო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში.
This post is also available in: English
Read Next
23/10/2025 - 11:03
პოლიციამ რუსთველის გამზირზე ათობით ადამიანი დააკავა
20/10/2025 - 14:38
სასამართლომ რამდენიმე მომიტინგეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
19/09/2025 - 16:44
მომიტინგეების წინაშე იარაღის ამოღებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს
16/09/2025 - 11:51
მომიტინგეების წინაშე იარაღის ამოღებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
12/09/2025 - 17:46
მტკიცებულებების ნაკლებობის მოტივით, შსს-მ „ქართული ოცნების“ აქტივისტები პატიმრობიდან გაათავისუფლა
11/09/2025 - 12:38

14 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·