საპროტესტო აქციებზე დაკავებული რვავე პირი, ივანიშვილის სასამართლომ, პატიმრობაში დატოვა

2 hours ago 2

რეჟიმის ტყვეები ივანიშვილის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ირაკლი ხუსკივაძემ ისე მიიღო, რომ სათათბიროდ არც კი გასულა. რვავე ბრალდებული წინასასამართლო სხდომას ისევ პატიმრობაში დაელოდება.

რვავე ბრალდებული წინასასამართლო სხდომას ისევ პატიმრობაში დაელოდება.

იქამდე კი მოსამართლემ მათ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა, რასაც ახლობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი სასამართლოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ივანიშვილის პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სრულად წაკითხვა