საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 4 პირს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

2 weeks ago 5

წაკითხვა: 1

საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ერთ-ერთი დაკავებული ონისე ცხადაძე მოსამართლეს ჰპირდებოდა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებდა, არაფერს არ შეუშლიდა ხელს და ითხოვდა მისთვის გირაოს შეფარდებას, თუმცა, მოსამართლემ ყველას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს შენობასთან დაკავებულების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებენ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა