Photo: Nini Gabritchidze/Civil.ge2025 წლის 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ოთხი პირი, მათ შორის ისინიც, ვისაც არეულობის ორგანიზება ედებოდა ბრალად, 5 ნოემბერს საპატიმროს დატოვებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ოთხივე მსჯავრდებულსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცა.
მოსამართლე მზია ლომთაძემ 28 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საქმეებზე მიღწეული საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცა. შეთანხმების პირობების თანახმად, ოთხივე პირმა თავი დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით პატიმრობა, რის შემდეგაც ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ.
მანამდე, 4 ოქტომბრის არეულობასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, აღნიშნულ პირებს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
This post is also available in:
Read Next
16/10/2026 - 18:30
4 ოქტომბრის არეულობის საქმეზე ბრალდებული გიორგი კირვალიძე მოსამართლის შეურაცხყოფის ახალი ბრალდებით დააკავეს
18/09/2026 - 19:19
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეებზე კიდევ სამ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდა
14/09/2026 - 16:46
ჯუანშერ ბურჭულაძის 10-წლიანი პატიმრობა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სამ წლამდე შემცირდა
13/07/2026 - 16:52
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა და ექვს თვეში გათავისუფლდება
11/07/2026 - 12:54
სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით „დივერსიის“ დაგეგმვისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
30/06/2026 - 16:59
civil ახალი ამბები