სასამართლოში, ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს

1 month ago 10

ოლიგარქის სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ.

სხდომას რეჟიმის რვავე პატიმარი ესწრება. მათ შემოყვანას დარბაზში ტაში მოჰყვა – შეძახილებით “მადლობა ბიჭებო”, “მადლობა ბრძოლისთვის”.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სრულად წაკითხვა