“სასამართლოში სხედან ნოტარიუსები მოსამართლეების მანტიებით” – ანა ნადარეიშვილი

3 weeks ago 36

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი  ანი ნადარეიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს:

“სასამართლო შენობაში სხედან ნოტარიუსები მოსამართლეების მანტიებით და სამწუხაროდ, საქართველოს სახელით გამოაქვთ გადაწყვეტილებები. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც ნოდატიუსები – ანუ მოსამართლეები ოფიციალურად აფორმებენ”- თქვა ნადარეიშვილმა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სრულად წაკითხვა