პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სამთავრობო საკადრო ცვლილებებზე რეაქციებს ირონიული შეფასებებით ეხმაურება:
“ვიღაცის გადადგომას რომ ელოდებიან “ტიპები”, მანამდე რომ გასუსულები იყვნენ ან პირდაპირ “უკანალში” შემძვრალნი და “ობიექტის” გადადგომი ან გათავისუფლების შემდეგ რომ “შეესევიან” ობიექტს, ვითარცა “ინტელექტუალური” და სიმართლის მთქმელი “სვავები”,😂 არადა მხოლოდ “სვავები” არიან სხვა არაფერი…
ჰოდა, ახლა ვკითხულობ რაღაც სტატუსებს და “ეპისტოლარულ წერილებს” სოც ქსელში და ვფიქრობ, რა მაგარია ყველა ერთად რომ მკიდია ფეხებზე და უცებ (რიკოშეტით) პოეტ ლია სტურუას ერთი ლექსის სტრიქონი მომაგონდა “ფიროსმანს უყვარდა ზღვა და არაყი, სხვა დანარჩენი ფეხებზე ეკიდა”.
ჰოდა, გავიფიქრე ჩემთვის… აი ამ ვითომ “მოინტელექტო” სრულიად ფეიკ ტიპების “ლეშზე დაგეშვა” და ვითომ ობიექტური “პოლიტსიმკაცრე” დაგვიანებით (უკანა რიცხვით) 😂სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ უფრო “წარმოჩენა”, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.
ასაკმა ანუ ასაკის მატებამ იცის ეტყობა, ასე ფეხებზე დაკიდება, თუმცა, არც მანამდე მაკლდა😍😘✌️“, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·