სასკოლო ფორმების ნიმუშების ექსპერტიზა საქართველოში მოხდება - განათლების მინისტრი

3 weeks ago 34

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით წელს სკოლებს სავალდებულო ფორმები სამ ეტაპად მიეწოდება, 15 სექტემბერს სასწავლო წლის პირველ დღეს ყველა პირველკლასელი ახალი ქართული ფორმით მივა.

მისი თქმით, სასკოლო ფორმის ფასს უახლოეს პერიოდში განსაზვრავენ, თუმცა ის იქნება იმაზე იაფი ვიდრე კერძო სკოლების ფორმებია. საზოგადოებრივ მაუწყებელთან 30 ივნისს მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ასევე ისაუბრა ფორმების ხარისხსა და ქსოვილის შემადგენლობაზე.

გივი მიქანაძის თანახმად "საზოგადოება მიესალმება ამ ინიციატივას" და "ფორმა იქნება უმაღლესი ხარისხის". მისი თქმით, წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწვალეები დაიწყებენ ფორმის ტარებას, ყოველ მომდევნი წელს კი თითო კლასი დაემატება.

მან ასევე თქვა, რომ „სასკოლო ფორმის მოდელები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მოთხოვნაა, რომ ხარისხის შემოწმება მოხდეს საქართველოში და "ეს ნიმუშები წარდგენილი იქნება ხარისხობრივ კონტექსტში" . გივი მიქანაძის თანახამად "ფორმის ვიზუალზე და შემცველობაზე იმუშავა კომისიამ" ნიმუშების ექსპერტიზა კი საქართველოში მოხდება.

"ეს არის ანტიალერგიული ქსოვილი და მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება, საერთაშორისო პრაქტიკაშიც პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა ეს მთლიანად პოლიესტერი არაა, იქ არის გარკვეული კონცეტრაციები სხვადასხვა ბუნებრივ მასალასთან ერთად და ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რაც საერთო პრაქტიკაში არის დამკვიდრებული, რომელიც უნარჩუნებს ფორმას მოქნილობას, მის ცვეთადობას ამცირებს და რაც მთავარია, ყველა ფორმას, ეს იქნება პიჯაკი, შარვალი, ქვედაბოლო, აქვს სარჩული, ის არის ანტიალერგიული." - ამბობს მიქანაძე.

რაც შეეხება სასკოლო ფორმების ფასს

"მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი, თუნდაც თუ შევადარებთ კერძო სკოლების ფორმებს.

ასევე, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან უფრო ნაკლები ქულით და ჰყავს I-VI კლასის მოსწავლე შვილი, ერთ პიჯაკს და ორ შარვალს ბიჭის შემთხვევაში და ერთ პიჯაკს, ერთ შარვალს და ერთ ქვედაბოლოს გოგონას შემთხვევაში მიიღებს სრულიად უსასყიდლოდ" - თქვა გივი მიქანაძემ.

სასკოლო ფორმები

განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“. კომპოანიას სამკერვალო ჩინეთში აქვს.

სამინისტრომ ჯამში 1 801 000 ფორმა შეუკვეთა.

სასკოლო ფორმების შემოღება „ქართული ოცნების“ მთავრობის „განათლების რეფორმის“ ნაწილია - ამ ცვლილებით, ფორმა სავალდებულოა პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებისთვის.

სრულად წაკითხვა