სასტუმროსთან, სადაც მაკრონი დაბინავდა, 2 ბომბი აფეთქდა – სირია

3 weeks ago 41

3

დამასკოში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნდა მისულიყო, 2 ბომბი აფეთქდა – ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

აფეთქების შემდეგ, 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 პოლიციელია.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონს აფეთქების ხმაც არ გაუგია და ამ ფაქტს მის შეხვედრებზე გავლენა არ მოუხდენია.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, სასტუმრო Four Seasons-ის მოპირდაპირე მხარეს მოხდა, სადაც მაკრონი სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა.

სრულად წაკითხვა