სასურსათო მაღაზიაში გასაყიდი პროდუქციის მოპარვას აპირებდნენ – დაკავებულია 2 პირი

1 week ago 29

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის  მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა,  ჯგუფურად ჩადენილი  ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ამისშესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც  გასაყიდი პროდუქციის  მოპარვასა  და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს – პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -177- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა