“სასწაული ამბავი მოხდა წუხელ მარტვილში” – ლაშა ბერულავა

1 month ago 12

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, დანი თოფურიას გადარჩენას და პოვნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, წერს:

სასწაული ამბავი მოხდა წუხელ მარტვილში: 6 წლის ბავშვს ფეხი დაუცურდა (ქვემო ხუნწი) და ცხენისწყალში გადავარდა, დინებამ წაიღო. ეძებდა მთელი მარტვილი+ მაშველები, რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს ცოცხალი და უვნებელი, ოღონდ ღონემიხდილი იპოვეს ნაპირზე გამორიყული: იბრძოლა, არ დაიბნა და ნაპირზე გამოსვლა მოახერხა.

ბედნიერი გაიზარდე, პატარავ, ეს ჟინი და ბრძოლისუნარიანობა არ დაგეკარგოს და განგემტკიცებინოს

❗️როგორც ბავშვი ჰყვება, წყალში ჩავარდნის შემდეგ ძალიან შეეშინდა, მაგრამ შემდეგ ხის კუნძს მოეჭიდა და გარკვეული დრო წყალში ტივტივებდა, შემდეგ კი ტალღებმა ნაპირზე გარიყა.

📌 დანი თოფურიას ხუთი საათის განმავლობაში მაშველები და ადგილობრივები ეძებდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დანის იმაშიც გაუმართლა, რომ გუშინ ცხენისწყალი უჩვეულოდ მშვიდი იყო.

სრულად წაკითხვა