საუზმის მნიშვნელობა და აუცილებლობა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
რატომ არის საუზმე აუცილებელი ბავშვებისთვის: მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტები
საუზმე ბავშვის დღის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები კომპონენტია. მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც დილას საკვებს არ იღებენ, ხშირად გამოხატავენ ნეგატიურ ემოციებს — ისინი ხდებიან გაღიზიანებულები, რთულად აკონტროლებენ ყურადღებას და აკადემიური მოსწრებით ჩამორჩებიან იმ თანატოლებს, რომლებიც სრულფასოვნად საუზმობენ.
დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების თანახმად, დილის საკვების გამოტოვება პირდაპირ კავშირშია ბავშვების ქცევით და გონებრივ განვითარებასთან. მიუხედავად იმისა, რომ საუზმე მცირე დროის რესურსს მოითხოვს, მშობლების დიდი ნაწილი მაინც ტოვებს ამ მნიშვნელოვან რუტინას.
ხშირად ვიმართლებთ თავს — „სკოლაში შეჭამს“, „არ შია“, ან უბრალოდ ვერ ვასწრებთ 10–15 წუთით ადრე გაღვიძებას. მაგრამ სწორედ ამ რამდენიმე წუთით ადრე ადგომა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ბავშვის დღის წარმატებისთვის.
თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს ემოციური სტაბილურობა, კონცენტრაციის უნარი და წარმატება სასწავლო პროცესში — დილის საუზმე შეუცვლელი ნაბიჯია.
ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში “იმედის დღე” მოწვეულ სპეციალისტთან ერთად, საუზმის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„მრავალრიცხოვანი კვლევა არსებობს, რომ იმ ბავშვებთან, რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენ, ემოციური ფონი გაცილებით უარესია. უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან და აკადემიური მოსწრებითაც ჩამორჩებიან იმ თანატოლებს, რომლებიც დილით საუზმობენ. საუზმე, თითქოს, მარტივი რამ არის. მაგრამ, 15 წუთით ადრე ადგომაც კი მშობელს დისკომფორტს უქმნის. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენც ვცოდავთ და ვამბობთ: “არა უშავს, იყოს, სკოლაში მიირთმევს…”
პედიატრი თეა აბჟანდაძე ამობს, რომ საუზმე, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებითაა აწყობილი, ბავშვისთვის გემრიელია.
„საუზმისთვის იდეალური კომპონენტებია შესახებ საუბრობს:
– როდესაც საუზმეში კვერცხია, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცილის წყაროა.
ავოკადო -ჯანსაღი ცხიმის წყაროა.
რუხი პური – ის ნელი ნახშირწყლების წყაროა და დღის განმავლობაში, სისხლში შაქრის რეგულარული დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
ხილი, ბოსტნეული – მათში ვიტამინებია, ასევე ბოჭკო, რომელიც კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის გვჭირდება.
წყალი – ჰიდრატაციისთვის აუცილებელია.
საუზმე, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებითაა აწყობილი, ბავშვისთვის გემრიელია, მაგრამ რაკი ასეთი პროდუქტები შაქრის მაღალი შემცველობითაა გამორჩეული, სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას და შემდეგ, ასევე სწრაფ კლებას გამოიწვევს. შეიძლება, ბავშვი თავიდან თავს ენერგიულად გრძნობდეს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დაღლილი იქნება და შიმშილის შეგრძნება მეტად გაუჩნდება.“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi