საუკეთესო თავის გუნდში! - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "ვენეციასთან"

2 days ago 4

სერია ა-ს მე-18 ტურში "ნაპოლიმ" "ვენეციას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლის ავტორი ცვლილებაზე შემოსული ჯაკომი რასპადორი გახლავთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 75 წუთი გაატარა, რა დროშიც მან ბევრი მომენტის შექმნა მოახერხა.

ქართველს ურიგო მატჩი არ ჰქონია რაზეც მისი შეფასებაც მეტყველებს.

გამოცემა "Sofascore" კვარად თამაშს 8.0 ქულით აფასებს, რაც "ნაპოლის" რიგებში უმაღლესი ქულაა, მოედანზე კი მეორე საუკეთესო. მას მხოლოდ ვენეციელთა მეკარე უსწრებს (8.5).

სრულად წაკითხვა