WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საფრანგეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს 70 000-მდე პოლიციელის მობილზებას, ამ შაბათ-კვირას დანიშნული ახალი აქციების წინ - მას მერე, რაც ერთი კვირის წინ ჩატარებულ დემონსტრაციებს არეულობა და ძალადობა მოჰყვა. საფრანგეთის ხელისუფლების ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს სააგენტო ფრანს-პრესი (AFP).

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა - რომელმაც, მისი თანაშემწეების თანახმად, კრიზისის გამო გადადო მიმდინარე თვეში დანიშნული ვიზიტები ნიგერიასა და სენეგალში - შეხვედრა გამართა თავდაცვის საბჭოსთან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან წამყვანი მინისტრები და ოფიციალური პირები. სააგენტოს თანახმად, მაკრონი უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლებთანაც გეგმავს შეხვედრას.

მაკრონმა ასევე პირველად უმასპინძლა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა წარმომადგენლებს. საფრანგეთში ამჟამინდელი საპროტესტო ტალღა მოსწავლეებმა დაიწყეს - შემდეგ პროტესტი გაფართოვდა და მიემართა ცხოვრების დონის ვარდნას.

შაბათს 70,000-მდე სამართალდამცავი იქნება დისლოცირებული - გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნეზმა პარიზში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. ნუნეზი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სოციალურ მედიაში ვრცელდება მოწოდებები ძალადობისკენ და მაროდიორობისკენ.

საპროტესტო ტალღის ფონია საფრანგეთში ექვს თვეში დანიშნული არჩევნები, რომლითაც მაკრონი უნდა შეიცვალოს. ახალი კვლევების თანახმად, ლიდერის პოზიციაზეა ულტრამემარჯვენეთა კანდიდატი, მარინ ლე პენი - როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის მოვლენებმა მისი პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.

ამავდროულად, ამ შაბათ-კვირას ლე პენი ორლეანში უმასპინძლებს მისი პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ყრილობას. ღონისძიებაზე მოელიან ამ ძალის ათი ათასობით მხარდამჭერს - ხელისუფლება აქაც ძალადობას შიშობს, რადგან ქალაქისკენ ულტრამემარჯვენეთა ოპონენტებიც გეგმავენ გამგზავრებას.

მაკრონის ხელისუფლება შეეცადა მკაფიო ხაზი გაევლო დემონსტრანტების ლეგიტიმურ მოთხოვნებსა და მაროდიორობის, ხანძრების გაჩენის და ობიექტების დარბევის შემთხვევებს შორის.

გასულ შაბათს მომხდარი არეულობის შედეგად, სასამართლოებმა 217-მდე პირს მიუსაჯეს პატიმრობა.