საფრანგეთის ქალაქი ნანტი თბილისთან დაძმობილების ურთიერთობას წყვეტს – 46 წლიანი ისტორია, არსებული ინფორმაციით დროებით დასრულდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია actuNantes ავრცელებს .
ნანტის მერიაში აცხადებენ, რომ მიზეზი საქართველოში შექნილი პოლიტიკური ვითარებაა და ფაქტები, რომელსაც საზოგადოების ნაწილი რეპრესიებს უწოდებს, მათ განსაკუთრებით აშფოთებთ.
გარდა ამის სტატიაში ნათქვამია, რომ მერიამ შეიტყო თბილისის მერიიდან საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების ამბავიც, რომელიც მათი მოსაზრებით პოლიტიკური შეხედულების გამო გაუშვეს, არადა ნანტთან ეს ადამაინიები მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ.
ნანტი საფრანგეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია. დაძმობილების ფარგლებში კი ისეთი პროექტები ხორციელდებოდა, როგორებიცაა: ფრანგული ენის სწავლება თბილისში და ქართველი პედაგოგების მიღება საფრანგეთში.