5 ნოემბერს საფრანგეთის მასშტაბით ასი ათასობით გაფიცულმა მშრომელმა გამართა აქცია ფასების ზრდის გასაპროტესტებლად. ესაა პროტესტის მორიგი ტალღა მას მერე, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა დემონსტრაციები, პოლიცია ცრემლმდენ გაზს იყენებდა, ზოგიერთ ქალაქში იყო ვანდალიზმის შემთხვევებიც.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქუჩებში გავიდა 600 000-მდე ადამიანი. მათ შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები, "ყვითელი ჟილეტების" აქტივისტები, ფერმერები და სხვა მშრომელები.
საფრანგეთში - რომელიც ევროს მოქმედების ზონაში სიდიდით მეორე ეკონომიკას ფლობს - ექვს თვეში დანიშნულია არჩევნები, რომლითაც უნდა შეიცვალოს ცენტრისტი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. გამოკითხვებში ლიდერის პოზიციებს იკავებენ ულტრამემარჯვენე ძალები.
გამოსვლები დაიწყეს სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებმა, ისინი აპროტესტებდნენ სწავლის ცუდ პირობებს. ეს აქციები დაემთხვა უფრო ფართო უკმაყოფილებას ფასების მატების, სოციალური უთანასწორობის გარშემო. 17 ოქტომბერს საფრანგეთში მასშტაბური აქციები, არეულობა და ძალადობის შემთხვევები იყო.
საფრანგეთის პროფესიული კავშირები გამოდიან ხელფასების გაზრდის, საგადასახადო რეფორმის და ახალგაზრდებისთვის უკეთესი სასწავლო პირობების შექმნის მოწოდებებით.
radiotavisupleba ახალი ამბები