საფრანგეთში ყოფილი ელჩი ხსნის, რატომ ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს

1 week ago 6

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ჟესტი იყო ის, რომ პრეზიდენტმა ემანეულ მაკრონმა სწორედ ბიძინა ივანიშვილთან გამართა სატელეფონო საუბარი.

„ხაზს გავუსმანდი იმის მნიშვნელობას, ეს როგორი სიმბოლური პროტოკოლური ჟესტი იყო — ევროპის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსმა, მაკრონმა, მიზანშეწონილად ჩათვალა.. ის რომ პრეზიდენტი ესაუბრება თუნდაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ეს არაორდინარულია. ეს მიუთითებს, რამდენად ახლოს აქვს გულთან მიტანილი მაკრონს საქართველოში მიმდინარე პროცესები“, — განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.

ყოფილი ელჩის განმარტებით, ორი ფაქტორია, რის გამოც მაკრონი სწორედ ივანიშვილს ესაუბრა:

  • სხვა პოლიტიკურ ფიგურასთან საუბარი ან მისი ორგანიზება საფრანგეთის მხრიდან იქნებოდა ხელისუფლების აღიარება;
  • მაკრონს უნდა ესაუბრა პირთან, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.

ჯავახიშვილის შეფასებითვე, კიდევ ერთი ზარის დაანონსება იმას ნიშნავს, რომ პარიზი მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს საკითხზე. მისივე თქმით, მაკრონის მიერ ივანიშვილისთვის ნათქვამი „ერთგვარი გაფრთხილებაა“.

გოჩა ჯავახიშვილი ელჩობიდან 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის გამო გადადგა.

სრულად წაკითხვა