საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და დონეცკის შახტარის მცველი ირაკლი აზაროვი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს უკრაინულ გამოცემა Tribuna.com-თან მიცემულ ინტერვიუში ეხმაურება.
"წავიკითხე ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რომელსაც სრულიად ვეთანხმები. საქართველო ბოლომდე იბრძოლებს, რომ ევროკავშირში შეაბიჯოს!
ის, რაც დღეს ჩემს სამშობლოში ხდება ძალიან მტკივნეულია - მხარდაჭერას ვუცხადებ ჩემს ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით მივაღწევთ ნათელ მომავალს ევროკავშირში
", - განაცხადა აზაროვმა.შეგახსენებთ, ახლახანს ირაკლი აზაროვი 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.