საქართველო გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით – აშშ-ის საელჩო

2 months ago 21

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება ქალთა საერთაშორისო დღეს და აცხადებს, რომ სიამაყით უჭერს მხარს გენდერული თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

“გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. მათ შორის საქართველოში, რომელიც გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით”, – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ქალების პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა. ასევე, ყურადღების გამახვილება ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.

სრულად წაკითხვა