WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველო იმ 40-ზე მეტ ქვეყანას შორისაა, რომელთაც, თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების თავიდან ასარიდებლად იყენებს.

ანგარიშში სახელწოდებით „გადაზიდვის დიდი თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam) ნათქვამია, რომ სულ უფრო ხშირად ხდება აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების მქონე ჩინური საქონლის გადაზიდვა მესამე ქვეყნების გავლით, სადაც ხდება მათი ხელახლა ეტიკეტირება, შეფუთვა და მინიმალური დამუშავება, შესაძლოა ახალი დოკუმენტაციით,  რათა აშშ-ის ბაზარზე შესვლამდე შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მათი წარმოშობის ქვეყანა ჩინეთი არ არის.

ანგარიშის მიხედვით, თეთრი სახლი სამ კატეგორიად ყოფს იმ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომლებიც ამ სქემის ნაწილია.

პირველ კატეგორიაშია დივერსიფიცირებული ბაზრის მქონე ქვეყნებია, მათ შორის კანადა, ევროკავშირი და ინდოეთი. მეორე კატეგორიაში ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაციის მქონე ქვეყნებია, მათ შორის ბრაზილია, ინდონეზია და თურქეთი; რაც შეეხება საქართველოს, ის მესამე კატეგორიაში მოხვდა „მცირე, ოპორტუნისტულ სამიზნე ქვეყნებს“ შორის.

„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების გავლით ტვირთის ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გზებთან დაკავშირებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

18 აგვისტოს ბრიფინგის შემდეგ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ანგარიშში საქართველოს მოხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან ეჭვი შეიტანა, რომ დოკუმენტი ფაქტებს ეფუძნებოდა.

„„რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მანდ? არა მგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი იყოს… ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ფაქტებს, თუმცა შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „პირველის“ კითხვის საპასუხოდ.

როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი, სავარაუდოდ, ფაქტებს ეყრდნობობა, კობახიძემ აღნიშნა: „რატომ? ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად ბევრი რამ. აქედან გამომდინარე ასეთ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაცა, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით… თეთრ სახლს შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია“.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი. რეაგირებაც გვექნება“, – დასძინა მან.

This post is also available in: English