Georgia hosts U.S.-led Trojanევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობისა (SOCEUR) და საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ტროას ნაკვალევი 2026“ იმართება.
„ტროას ნაკვალევი 2026“ სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლებაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პარალელურად ტარდება. „ტროას ნაკვალევი 2026“-ის ფარგლებში, საქართველო „შავი ზღვის კარიბჭე 2026“-ს მასპინძლობს, რომელიც მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ოპერაციებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 13 მაისს.
მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო მეოთხედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთისა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის მუხროვანის ბაზაზე გამართულ გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წევრები დაესწრნენ.
This post is also available in:

1 hour ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·