,, საქართველო ნათელი შეხსენებაა, რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლა შეიძლება მოხდეს” – მარტა კოსი

1 day ago 5

საქართველო ნათელი შეხსენებაა, რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლა შეიძლება მოხდეს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველოსთან დაკავშირებით დემოკრატიულ უკუსვლაზე ისაუბრა და გაიმეორა, რომ ევროკავშირი საქართველოს დაბრუნებას გაწევრიანების გზაზე მხოლოდ მაშინ განიხილავს, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს.

“საქართველო ნათელი შეხსენებაა, რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლა შეიძლება მოხდეს. როდესაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დავიწყებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ წინსვლა ავტომატურად მოხდება.

მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი აღნიშნავს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას, მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ უახლეს კანონებთან ერთად, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების აშკარა მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ ამას კვლავ გავიმეორებთ. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, დემოკრატიული უკუსვლის საპირისპიროდ და ამავდროულად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს”,- განაცხადა მარტა კოსმა.

სრულად წაკითხვა