Georgia hosting SHARP LYNX 2026.
Photo: The Ministry of Defence of Georgia/Facebook.საქართველო ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას “SHARP LYNX 2026” მასპინძლობს. სწავლებას ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) უწევს კოორდინაციას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში.
ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სწავლება ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში (NATO MNMPBAT) მონაწილის სტატუსის (2 წლიანი ციკლი) მიღებისთვის „წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობას, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას“.
„სწავლების დასრულების შემდეგ შეფასდება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სწავლებაში ხორვატიის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და საქართველოს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
This post is also available in:
Read Next
02/09/2026 - 19:00
საქართველოსა და აშშ-ის უწყებების თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების სწავლება ჩატარდა
28/01/2026 - 12:15
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express“ მიიღეს მონაწილეობა
25/04/2025 - 16:46
საქართველო ნატოს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში
25/07/2024 - 17:57
ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი: საქართველოს უპრეცედენტო უკუსვლა, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება
11/07/2024 - 11:08
ნატოს ვაშინგტონის დეკლარაციაში საქართველოს წევრობის გზა ნახსენები არ არის
21/06/2024 - 11:54
civil ახალი ამბები