საქართველო რუსეთი არ არის – ლუაზო

1 week ago 5

საქართველო არ არის რუსეთი, ეს არის ჩვენი მთავრი მესიჯი – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართევლოში იმყოფება.

ლუაზომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და განაცხადა, რომ პროტესტანტების წინაღდეგ გამოყენებული რეპრესიები კატეგორულად მიუღებელია.

ეს ქვეყანა იმსახურებს მშვიდობას და თავისუფლებას – ამბობს ევროპარლამენტარი. 

ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ვართ საქართველოს მეგობრები,  ვართ ქართველების მეგობრები. ჩვენ გვესმის რასაც გვეუგნებიან ისინი.  მათ არ უნდათ რომ მათი ევროპული მომავალი მოიპარონ. საქართველო არ არის რუსეთი,  ეს არის ჩვენი მთავრი მესიჯი. ჩვენ აქ არ ვართ, რომ ჩავიერიოთ  პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ აქ ვართ, მხარდაჭერის გამოსახატავად და რომ გითხრათ რომ ორივე ნაირად ვერ მოხდება. თქვენ არ შეგიძლიათ რომ აირჩიოთ რუსეთი და თან თავი მოაჩვენოთ,  რომ მივყვებით ევროოპულ გზას. ეს შეუძლებელია. პროტესტანტების წინაღდეგ გამოყენებული რეპრესიები კატეგორულად მიუღებელია. ეს ქვეყანა იმსახურებს მშვიდობას და თავისუფლებას. გამიჭირდება იმის თქმა, შეძლებს თუ არა ევროკავშირის 27 ქვეყანა სანქციების დაწესებას, რადგან პრობლემა უნგრეთია,  რომელმაც არასწორი გზა აირჩია,  მაგრამ ევროკავშირის ქვეყნება ევროვნულ დონეზე გადაწყვეტილება უნდა მიღონ და იმედი მაქ ასეც მოხდება”, – განაცხადა ლუაზომ. 

სრულად წაკითხვა