WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი, - რომელიც ამავე დროს საგარეო მინისტრის მოადგილეა, - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს ხვალ, 19 ნომებერს მინსკში შეხვდება. 

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში 18 ნოემბერს დაუდატურეს.

„ტვ პირველის“ ცნობითვე, ზურაბაშვილი უკვე ჩავიდა მინსკში და ხვალინდელი შეხვედრისთვის ემზადება.

რუსულ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელმაც 17 ნოემბერს იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართებოდა.

რაზე ისაუბრებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგადი ცნობის თანახმად, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე.

უწყებაში 16 ნოემბერს განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ.

რუსეთის საგარეო უწყება ახალ ფორმატს 2012 წელს დაწყებული დიალოგის გაგრძელებად განიხილავს.

მაშინ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მართავდნენ. მათი შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა.

ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება