WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველო რუსეთისგან ცხოველის მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს. შესყიდვა 2027 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სანიტარული სამსახური (როსსელხოდნადზორი) ავრცელებს. შესყიდვის ღირებულება დაკონკრეტებული არ არის.

რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ როსსელხოდნადზორის წარმომადგენლებმა თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონულ სემინარშიც მიიღეს მონაწილეობა.

რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის ნოემბრიდან ორ ქართულ რძის გადამამუშავებელ კომპანიას რუსეთში შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ, ასევე მიმოხილულია ცოცხალი ღორებისა და ხილის ვაჭრობის მაჩვენებლები, თუმცა არაფერია ნათქვამი მათ მიერვე დაწესებულ  ახალ ნაწილობრივ ემბარგოზე.