Uzbek national Davud Ansariy's arres in Tbilisi.
Photo: US Embassy Tbilisi/X.აშშ-ის საელჩომ საქართველოში 25 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს აშშ-სა და უზბეკეთის მოქალაქე, რომელსაც ამერიკული ხელისუფლება „ათი წლის განმავლობაში“ ეძებდა. მას „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ნუსრას ფრონტის“ მატერიალური მხარდაჭერა ედება ბრალად.
„უზბეკეთის მოქალაქე დავუდ ანსარი, რომელიც აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, თბილისში მას შემდეგ დააკავეს, რაც ათი წლის განმავლობაში იმალებოდა; იგი აშშ-ს გადაეცა, რათა პასუხი აგოს ბრალდებებზე, რომლებიც ISIS-ისა და „ალ-ნუსრას ფრონტის“ მატერიალურ მხარდაჭერას უკავშირდება“, — დაწერა საელჩომ X-ზე და დასძინა, რომ „ტერორიზმის მხარდამჭერ ქსელებთან ბრძოლა ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს“.
საელჩომ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას ანსარის დაკავებასა და ექსტრადიციაში გაწეული დახმარებისთვის.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანსარის 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
This post is also available in:
Read Next
09/09/2026 - 13:14
ტრანსნაციონალური საბანკო თაღლითობის საქმეზე საქართველოდან აშშ-ში რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
08/09/2026 - 14:04
კორტნი ოსტრიანი საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულად დაინიშნა
07/09/2026 - 18:10
თბილისის სასამართლომ რუსი პოლიტიკოსის სერგეი ფურგალის ყოფილი თანაშემწის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო
30/07/2026 - 17:34
ემი ვ. დიაზმა თბილისში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავა
29/07/2026 - 12:01
საქართველომ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში ‘Sea Breeze 2026’ მიიღო მონაწილეობა
14/07/2026 - 17:26
civil ახალი ამბები